“ ვაჟა - ფშაველა“
პროექტის იდეა:
მოსწავლეებისთვის ვაჟა - ფშაველას საბავშვო ნაწარმოებების
გაცნობა.
მოსწავლეთა
ასაკი: 9 – 10 წელი.
პროექტის ხანგრძლივობა: 2 კვირა.
პროექტის მნიშვნელობა და მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები გაიგებენ უფრო მეტს ვაჟა - ფშაველას შემოქმედებასა და ცხოვრებაზე, შეიყვარებენ
ვაჟას ნაწარმოებებს, ასაკის შესაბამისად ჩასწვდებიან მისი ნაწარმოებების სიღრმეს, შეიყვარებენ
ბუნების სამყაროს და ისწავლიან მის დაცვას. შექმნიან ნახატებს ვაჟას ნაწარმოებების მიხედვით.
პროექტის მიზნები:
ა) მოსწავლეების მიერ ინფორმაციის დამოუკიდებლად
ძიების უნარ - ჩვევების განვითარება.
ბ) მოძიებული ინფორმაციის
დამუშავების და ორგანიზების უნარ - ჩვევის განვითარება.
ქართ. IV.1 მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად აღიქვას სხვადასხვა
სახის ტექსტი და გადმოსცეს შინაარსი.
ქართ.IV. 2 შეუძლია გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება მხატვრული
ნაწარმოების მიმართ.
ქართ.IV. 6 შეუძლია სხვადასხვა თემაზე შექმნილი მხატვრული ტექსტების
დამოუკიდებლად წაკითხვა.
ვაჟა - ფშაველა და ალექსანდრე ყაზბეგი |
საგანთაშორის კავშირი:
ხელოვნებასთან კავშირი.
ს.გ.IV 3 მოსწავლე აკვირდება გარემოში საგნებს, ობიექტებს, მოვლენებს, მათ შორის არსებულ კავშირებს და შეუძლია მათი ასახვა ნამუშევრებში.
ს.გ.IV 12 მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი სხვა საგნებში განვლილ მასალასთან.
შეფასების კრიტერიუმები:
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ:
·
მოსწავლე
დამოუკიდებლად კითხულობს სახვადასხვა თემაზე შექმნილ მხატვრულ ტექსტებს.
·
ადეკვატურად
აღიქვავს სხვადასხვა სახის ტექსტს.
·
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას მხატვრული ნაწარმოების მიმართ.
სასწავლო მასალა
და რესურსები:
ვაჟა - ფშაველას
ნაწარმოებების კრებული,
სახატავი ალბომი,
ფანქრები, კომპიუტერი
და პროექტორი
ვაჟა - ფშაველაზე
ელექტრონული პრეზენტაციის
საყურებლად, ანიმაციური ფილმები: „ჩხიკვთა ქორწილი“ და „ბულბულის იუბილე“, ვაჟა - ფშაველას სურათები.
ა) ვაჟა - ფშაველას
შესახებ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება.
ბ) ანიმაციური ფილმების: „ჩხიკვთა ქორწილი“ და „ბულბულის
იუბილე“ ნახვა.
გ) მოთხრობების:
„შვლის ნუკრის ნაამბობი“ და „ამოდის, ნათდება“ წაკითხვა - განხილვა.
დ) ვაჟას ლექსების
შესწავლა.
ე) ელექტრონული
პრეზენტაციის ნახვა ვაჟა - ფშაველაზე.
ვ) მოსწავლეების მიერ ვაჟა - ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით ნახატების შექმნა.
ვ) მოსწავლეების მიერ ვაჟა - ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით ნახატების შექმნა.
ზ) ნახატების გამოფენის
მოწყობა: „ვაჟას გმირები“.
თ)პრეზენტაცია.
თ)პრეზენტაცია.
პროექტის ხელმძღვანელი: ნათია ვარაზაშვილი.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: nvarazashvili22@gmail.com
პროექტის ვებ - გვერდი/ ბლოგი: http://nvarazashvili22.blogspot.com/
No comments:
Post a Comment