Friday, December 14, 2012

ვაჟა - ფშაველა


ვაჟა
პროექტის სახელწოდება:
 “ ვაჟა - ფშაველა“
პროექტის იდეა:
 მოსწავლეებისთვის ვაჟა - ფშაველას საბავშვო ნაწარმოებების გაცნობა.
მოსწავლეთა ასაკი: 9 – 10 წელი.
პროექტის ხანგრძლივობა: 2 კვირა.
პროექტის მნიშვნელობა და მოსალოდნელი შედეგები:
 მოსწავლეები გაიგებენ უფრო მეტს  ვაჟა - ფშაველას შემოქმედებასა და ცხოვრებაზე, შეიყვარებენ ვაჟას ნაწარმოებებს, ასაკის შესაბამისად ჩასწვდებიან მისი ნაწარმოებების სიღრმეს, შეიყვარებენ ბუნების სამყაროს  და ისწავლიან მის დაცვას. შექმნიან ნახატებს ვაჟას ნაწარმოებების მიხედვით.
პროექტის მიზნები:
 ა) მოსწავლეების მიერ ინფორმაციის დამოუკიდებლად ძიების უნარ - ჩვევების განვითარება.
ბ) მოძიებული ინფორმაციის დამუშავების და ორგანიზების უნარ - ჩვევის განვითარება.
ქართ. IV.1 მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად აღიქვას სხვადასხვა სახის ტექსტი და გადმოსცეს შინაარსი.
ქართ.IV. 2 შეუძლია გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება მხატვრული ნაწარმოების მიმართ.
ქართ.IV. 6 შეუძლია სხვადასხვა თემაზე შექმნილი მხატვრული ტექსტების დამოუკიდებლად წაკითხვა.
ვაჟა - ფშაველა და ალექსანდრე ყაზბეგი
ქართ.IV.8 მოსწავლეს შეუძლია საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხული ტექსტის მიმართ.
საგანთაშორის კავშირი:
ხელოვნებასთან კავშირი.
ს.გ.IV 3 მოსწავლე აკვირდება გარემოში საგნებს, ობიექტებს, მოვლენებს, მათ შორის არსებულ კავშირებს და შეუძლია მათი ასახვა ნამუშევრებში.
ს.გ.IV 12 მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი სხვა საგნებში განვლილ მასალასთან.

შეფასების კრიტერიუმები:
შედეგი თვალსაჩინოა, თუ:
·       მოსწავლე დამოუკიდებლად კითხულობს სახვადასხვა თემაზე შექმნილ მხატვრულ ტექსტებს.
·       ადეკვატურად აღიქვავს სხვადასხვა სახის ტექსტს.
·       გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას მხატვრული ნაწარმოების მიმართ.
სასწავლო მასალა და რესურსები:
ვაჟა - ფშაველას ნაწარმოებების კრებული, სახატავი ალბომი, ფანქრები, კომპიუტერი და პროექტორი ვაჟა - ფშაველაზე ელექტრონული პრეზენტაციის საყურებლად, ანიმაციური ფილმები: „ჩხიკვთა ქორწილი“ და  „ბულბულის  იუბილე“, ვაჟა - ფშაველას სურათები.
ვაჟა - ფშაველა მეუღლესთან ერთად
პროექტის მსვლელობა:
ა) ვაჟა - ფშაველას შესახებ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება.
ბ)  ანიმაციური ფილმების: „ჩხიკვთა ქორწილი“ და „ბულბულის იუბილე“ ნახვა.
გ) მოთხრობების: „შვლის  ნუკრის ნაამბობი“ და „ამოდის, ნათდება“  წაკითხვა - განხილვა.
დ) ვაჟას ლექსების შესწავლა.
ე) ელექტრონული პრეზენტაციის ნახვა ვაჟა - ფშაველაზე.
ვ) მოსწავლეების მიერ ვაჟა - ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით ნახატების შექმნა.
ზ) ნახატების გამოფენის მოწყობა: „ვაჟას გმირები“.
თ)პრეზენტაცია.

პროექტის ხელმძღვანელი: ნათია ვარაზაშვილი.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: nvarazashvili22@gmail.com

პროექტის ვებ -  გვერდი/ ბლოგი: http://nvarazashvili22.blogspot.com/